ლისაბონის „ბენფიკას“ 21-ე საუკუნეში ყველაზე დიდი მოგება აქვს ფეხბურთელების გაყიდვის მხრივ. მეორე ადგილზეც პორტუგალიური კლუბია – „პორტუ“.
ტოპ-15-ში კიდევ ორი პორტუგალიური გვხვდება…
და „აიაქსი“? ბევრს ამსტერდამელები გაახსენდება, მაგრამ ისინი მესამეზე არიან.
„ბენფიკას“ ბოლო დიდი მოგება იყო ჟოაო ფელიშის „ატლეტიკოში“ გაყიდვა. 126 მილიონი ევრო!.. რამდენად ამართლებს ფელიში ამ თანხას, თავად განსაჯეთ. ჯერჯერობით, დიდი ვერაფერი სარგებელი.
აბა, ჩამოვყვეთ:
„ბენფიკა“ (628 მილიონი ევრო)
„პორტუ“ (564)
„აიაქსი“ (416)
„ლილი“ (358)
„უდინეზე“ (355)
„რივერ პლეიტი“ (325)
„სანტოსი“ (293)
„სან პაულუ“ (283)
„სპორტინგი“ (275)
„ზალცბურგი“ (269)
„დინამო ზაგრები“ (265)
„ინტერნასიონალი“ (255)
„ბოკა ხუნიორსი“ (236)
„ბრაგა“ (220)
„კრუზეირო“ (204)