„ჩიკაგო ბულსის“ შემტევმა მცველმა დემარ დეროზანმა NBA-ს ისტორიაში მოახერხა და ზედიზედ ორი დღის განმავლობაში სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო. ეს აქამდე არავის გაუკეთებია.
დეროზანმა საკუთარ გუნდს 1 იანვარს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსთან“ (108:106) მოაგებინა, ხოლო 2 იანვარს – „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ (120:119).
„გამარჯვების მომტანი ბურთის ჩაგდება კარგია. განსაკუთრებით, თუ ეს სტუმრად ჩატარებულ მატჩში ხდება. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარვარ მძინავს თუ ეს რეალობაში მოხდა. სასიამოვნოა, როდესაც მატჩის დასკვნით ნაწილს განდობენ. ეს დიდი პატივია. მიუხედავად იმისა, თუ როგორია თამაშის მიმდინარეობა, თანაგუნდელები მენდობიან. ცივსიხლიანობას ბოლომდე ვინარჩუნებ და ყოველთვის ვაგულიანებ თანაგუნდელებს, რომ ჯერ დაკარგული არაფერია“, – განაცხადა დეროზანმა.