Insigne COVID-19 negative, could face Juventus amidst Toronto speculation | Forza Italian Footballიტალიური პრესა წერს, რომ ლორენცო ინსინიემ „ტორონტოსთან“ კონტრაქტი შეათანხმა: 5-წლიანი და წელიწადში 15,5 მილიონი ევრო. ასევე, კლუბი დაუფარავს სახლის გადასახადსა და მგზავრობას.

ინსინიე ზაფხულში გადავა „ნაპოლიდან“ „ტორონტოში“, რომელიც ამერიკულ MLS-ში გამოდის. ტორონტო კანადის ქალაქია.

ინსინიე „ნაპოლის“ გაზრდილია, გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ და 2021 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა იტალიის ნაკრებში. მაგრამ ხომ არ დაკარგავს ნაკრების ძირითადში ადგილს MLS-დან? დიდი შანსია, ასე მოხდეს. თავის დროზე იგივე მოხდა ჯოვინკოს შემთხვევაშიც.

ნეაპოლელებმა ინსინიეს შესთავაზეს 4-წლიანი კონტრაქტი წლიური 3,5 მილიონი ევროთი, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ.