იტალიის ნაკრები 2021 წლის საუკეთესო გუნდია. მეორეზეა „ბაიერნი“, მესამეზე არგენტინის ნაკრები, მეოთხე-მეხუთეზე „ჩელსი“ და „ლივერპული“.
ეს AIPS-ის გამოკითხვით. სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაა… 114 ქვეყნის 529 ჟურნალისტმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა.
იტალიამ 767 ხმა მიიღო, „ბაიერნმა“ – 503.
არასაფეხბურთო გუნდებს შორის, საუკეთესო გახდა აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზეც ჩემპიონი გახდა.