კორონავირუსმა დიდი კლუბი და დანდობა არ იცის — დაავადება „ბარსელონას“ კიდევ სამ ფეხბურთელს შეეყარა. ახლა, „ბლაუგრანაში“ სულ 10 ინფიცირებულია.

სამნი, რომლებიც ადრე დაავადებულებს მიემატნენ არიან სერჟინიო დესტი, ფილიპე კოუტინიუ და ეზ აბდე. შეგახსენებთ, რომ კვირას „ბარსელონას“ მალიორკაზე აქვს თამაში.

კლუბმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ სამივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და შინ არის, თვითიზოლაციაში. დაავადებულ ბარსელონელებს შესაბამისი პროფილის ექიმები უწევენ მეთვალყურეობას.

ახალი სამეულის გარდა „ბარსას“ „ლაზარეთში“ მკურნალობენ: ოსმან დემბელე, სამუელ უმტიტი, გავი, ალეხანდრო ბალდე, ჟორდი ალბა, დანი ალვეში და კლემან ლენგლე.