დიეგო სიმეონე, კოკე, ანტუან გრიზმანი, ექტორ ერერა და ჟოაო ფელიქსი — ასეთია მადრიდის „ატლეტიკოს“ კოვიდინფიცირებულთა სია.
ინფორმაცია „ატლეტიკოს“ შესახებ დაემატა ლა ლიგის გუნდებში Covid 19-ის ახალი ძალით გავრცელების ამბავს. „ბარსელონას“ უკვე ათი ავადმყოფი ჰყავს, „რეალმა“ კი ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ კიდევ ოთხი ინფიცირებული შეემატა.
„ატლეტების“ განცხადებაში წერია, რომ მათი ავადმყოფები უსიმპტომოები არიან და შესაბამისი პროფილის ექიმების ზედამხედველობით, შინ მკურნალობენ.