ჩავის „ბარსელონაში“ ალვარო მორატას მიყვანა სურს. მადრიდის „რეალის“ აღზრდილი (15 წლის ასაკიდან), რომელიც ახლა „იუვენტუსშია“… ფორვარდი, რომელიც ბევრს არ უყვარს მომენტების განიავების გამო და ხშირად ამით GIF-ებსაც ქმნიან ხოლმე.
ტრანსფერი რეალური ყოფილა. ესპანური და იტალიური პრესა წერს, რომ ჩავი პირადად ესაუბრა მორატას.
მორატა „ატლეტიკოს“ ეკუთვნის და „იუვეში“ იჯარითაა, თუმცა ტურინელებს გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვთ.
ახლა სხვებზეც, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება „ბარსელონაში“ აღმოჩნდეს. უსმან დემბელესთან კონტრაქტის გაფორმება, ეტყობა, ვერ ხერხდება. პირველი მოლპარაკება ჩაიშალა. მის სანაცვლოდ ყველაზე რეალური კანდიდატები კი ესენი არიან: ანტონი მარსიალი, ჰაკიმ ზიეში და ბრაიან ხილი.
თუმცა ესენი ვარაუდების დონეზეა, აი, მორატას ტრანსფერი კი სავსებით რეალურია.





