„ბარსელონას“ სამ ფეხბურთელს, უსმან დემბელეს, სამუელ უმტიტის და ჭაბუკ გავის კორონავირუსის ტესტისას დადებითი პასუხები დაუდასტურდათ. სამივე თვითიზოლაციაში გადავიდა და როგორც კლუბის პრესსამსახური გვამცნობს, თავს კარგად გრძნობენ.
შეგახსენებთ, რომ 27-28 დეკემბერს გუნდის კიდევ ოთხ ფეხბურთელს: დანი ალვეშს, კლემან ლანგლეს, ჟორდი ალბასა და ალეხანდრო ბალდეს შეეყარათ ვერაგი ვირუსი.
მორიგი კალენდარული მატჩი კატალონიელებს 2 იანვარს უწევთ სტუმრად „მალიორკასთან.“ ასე რომ, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ჩავის საკმაო თავისტკივილი ელის.
პრიმერას ცხრილში კი „ბარსელონა“ 18 ტურის შემდეგ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა.




![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

