No description available.No description available.შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ემილ ფორსბერგი გახდა. მოსალოდნელიც იყო, რადგან ფორსბერგმა 4 გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე და შესარჩევშიც მაგრად თამაშობდა. გამონაკლისი იყო ბათუმში, საქართველოსთან შეხვედრა (საბედნიეროდ…)

ფორსბერგი ტიპიური ათიანია, მარცხნიდან უტევს. ტექნიკური, სასიამოვნო თამაშის მანერით.

უკვე რამდენი წელია, გერმანული „ლაიფციგის“ ერთ-ერთი ლიდერია. უკვე კი არა, მას შემდეგ რაც „ლაიფციგი“ „რედ ბულის“ გახდა და კლუბის აღმავლობა დაიწყო ქვედა ბუნდესლიგიდან.

ცოტა რამ ფორსბერგის ოჯახზე. წარმოშობით ქურთი მეუღლე ჰყავს. შვედეთში დაბადებული ქურთი შანგა უსაინი, რომელსაც სკოლიდან იცნობდა. სხვათა შორის, გოგონაც ფეხბურთელი იყო, ისიც თამაშობდა „ლაიფციგსა“ და შვედეთის ნაკრებში. ბოლო წლებში კი თამაშს შეეშვა და ემილს უთმობს დროს.

და ზლატან იბრაჰიმოვიჩი რამდენჯერ იყო შვედეთის წლის N 1 ფეხბურთელი?

12-ჯერ… მათ შორის, შარშან.

და სხვები მაქსიმუმ 2-2-ჯერ არიან პრიზის მფლობელები. წარმოიდგინეთ, ზლატანი 12-ჯერ და სხვა არავის 3-ჯერაც არ მოუგია! აი, ფორსბერგს კი სულაც პირველად ერგო ეს პატივი.