Lakers News: LeBron James Reacts To Russell Westbrook Tradeნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამართულ მატჩებში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. დავიწყოთ „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ჰიუსტონ როკეტსის” მატჩით, რომელიც კალიფორნიელებმა სტუმრად მოიგეს – 132:123.

ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ გუნდს 32 ქულა, 11-11 მოხსნა და პასით ულიდერა. აღსანიშნავია, რომ ლებრონმა 36 000-ქულიანი ბარიერი გადალახა და NBA-ს ისტორიაში მესამე კალათბურთელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს გადააბიჯა. ახლა ჯეიმსი ქარიმ აბდულ-ჯაბარისა (38 387) და კარლ მელოუნის (36 928) უკან დგას.

ჯეიმსის გარდა, ლოს ანჯელესელთა რიგებში რასელ ვესტბრუქიც გამოირჩა – 24 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი. აღსანიშნავია, რომ „ლეიკერსის“ ისტორიაში მესამედ მოხდა, როდესაც კალიფორნიელთა ორმა კალათბურთელმა ერთ მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა. მანამდე ეს ქარიმ აბდულ-ჯაბარსა (19 ქულა, 10 მოხსნა, 10 დაფარება) და მეჯიქ ჯონსონის (26 ქულა, 16 მოხსნა და 12 პასი), ასევე ალონზო ბოლისა (16 ქულა, 10 მოხსნა10 პასი) და იმავე ჯეიმსის (24 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი) წყვილებმა მოახერხეს.

ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით „გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავის, სტეფ კარის მიღწევას, რომელიც პირველი კალათბურთელი გახდა, ვინაც 3000 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა. მისმა გუნდმა კი, დენვერ ნაგეტსთან 86:89 წააგო.

LeBron James, Steph Curry weigh in on crazy end to Game 1 of NBA final |  The Star