„ბარსელონამ“ და „ჩელსიმ“ დაასრულეს მოლაპარაკება არისტოკრატთა მცველის, სესარ ასპილიკუეტას ტრანსფერის შესახებ. 32 წლის ესპანელი კატალონიურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
ასპილიკუეტა „ჩელსიში“ 2012 წლიდან თამაშობდა და ჯამში 309 მატჩში 9 ბურთი გაიტანა. „ლურჯებთან“ ერთად მან ორჯერ მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპა ლიგა და უეფას სუპერთასი.
მიმდინარე სზონში „ჩელსის“ მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, შედეგიანობით არ გამორჩეულა.