პაულო სოუზამ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა. თან დატოვა, თან ჯერ ბოლომდე არ წასულა… საქმე ისაა, რომ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა პაულო სოუზას განცხადება არ მიიღო.

No description available.მოკლედ, მურვანიძე ხელს არ აწერს. არადა, პორტუგალიელს წასვლა უნდა, რადგან ბრაზილიაში ელიან: „ფლამენგო“ გამზადებულ კონტრაქტს სთავაზობს და პაულო სოუზაც თანახმაა.

აი, რა დაწერა პოლონელმა ჟურნალისტმა მაცეი ვასოვსკიმ:

„ძვირფასო პაულო სოუზა, დიდი მადლობა, რომ საკუთარი სახე ასე გამოაჩინეთ. სინამდვილეში შენ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელობის ღირსი არასოდეს არ იყავი. მიდიხარ გადამწყვეტი მატჩების წინ. სირცხვილია. ეს მშიშარა კაცის საქციელია და არა – ნამდვილი კაცის“.

24 მარტს პოლონეთი მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელ ნახევარფინალურ ფლეი-ოფში რუსეთს ეთამაშება, ხოლო თუ ეს ეტაპი გაიარა, ფინალში შვედეთი-ჩეხეთს შორის მოგებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, ეს ის პაულო სოუზაა, გრძელთმიანი პორტუგალიელი, ზედიზედ ორჯერ სხვადასხვა გუნდებში რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა: „იუვენტუსსა“ და „დორტმუნდში“.

მოკლედ, ჯერ ოფიციალურად არ წასულა პოლონეთიდან, მაგრამ ალბათ, წავა…