Torres finding happiness at Manchester City key to good form, says Guardiola  | Manchester City | The Guardian„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, დაადასტურა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა აგრძელებს მოლაპარაკებებს „ქალაქელების“ ესპანელი შემტევის, ფერან ტორესის ტრანსფერის თაობაზე.

„იანვარში ჩვენ თავდამსხმელის ყიდვას არ ვაპირებთ. ფერან ტორესი  და „ბარსელონა“? ოფიციალურად ჯერ ცნობილი არაფერია. თუმცა ვიცი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და მხარეები თითქმის შეთანხმებულები არიან ტრანსფერზე“, – ამბობს გვარდიოლა.

ესპანური მედია კი წერს, რომ 21 წლის ტორესი კატალონიურ კლუბში 55 მილიონ ევროდ გადავა. ფერნანი „სიტიში“ 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ის „ვალენსიას“ აღზრდილია და მანჩესტერულ კლუბში 23 მილიონ ევროდ გადავიდა.

ახლგაზრდული ასაკის მიუხედავად, ტორესი უკვე ესპანთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.