Liverpool skipper Jordan Henderson fears European giants will try and sign Mohamed Salah this summer - Independent.ieAlan Shearer says working on Match of the Day is harder than playing for England | Daily Mail Online„ლივერპულმა“, არცთუ უძლიერესი შემადგენლობით, წუხელ „კარაბაოს თასზე“ „ლესტერი“ პენალტების სერიაში კი დაამარცხა, მაგრამ მალე ცუდი დრო დაუდგება და უნდა ვივარაუდოთ, რომ შედეგებიც გაუუარესდება. აფრიკის თასი უნდა ჩატარდეს 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე, ასე დაამტკიცა ფიფამ და აფრიკის საფეხბურთო კონფერედარციამ და ახლა წარმოიდგინეთ: იურგენ კლოპს გამოაკლდებიან მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და ნაბი კეიტა…

კლოპი ჯერ ისედაც ჩიოდა, პრემიერლიგურ ტრადიციას და მოკლე პერიოდში თამაშს ვერაფერით შევეგუეთ, ვერც ვერასოდეს შევეგუები და ეს სიგიჟეაო. ახლა კი ამას ემატება აფრიკის თასი, საუკეთსო ფეხბურთელების გამოკლება. რა ფორმაშია სალაჰი – მისი შეცვლა ხომ წარმოუდგენელია?!

აი, რა თქვა ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეგოლემ ალან შირერმა:

„აფრიკის თასი, შესაძლოა, ტიტულის დაკარგვად დაუჯდეს კლოპს. ჩემპიონობისთვის ბრძოლა იმდენად დაძაბულია, რომ მცირე დეტალებიც კი ბევრს გადაწყვეტს. სალაჰისა და მანეს აფრიკის თასზე წასვლა „ლივერპულს“ აუცილებლად დაეტყობა. ჩემი აზრით, სალაჰი დღესდღეობით N 1 ფეხბურთელია მსოფლიოში“.

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი კი ჩინოსნების მხრიდან ფეხბურთელების ფეხებზე დაკიდებაზე საუბრობს.

„მწყინს, რომ ფეხბურთელებზე არავინ ფიქრობს. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა თამაში, მოედანზე გასვლა და საყვარელი საქმის კეთება, მაგრამ ზომიერება საერთოდ დაკარგულია. ასეთ მჭიდრო კალენდარში ტრავმის მიღების რისკი დიდია. ამას დაუმატეთ კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, ამდენი ფეხბურთელის გამოკლება.

…ჩვენ ვეცადეთ, რომ აზრი ხმამაღლა დაგვეფიქსირებინა, მაგრამ ჩანს, რომ ფეხბურთელების მდგომარეობას სერიოზულად არავინ უყურებს“.