57 წლის იტალიელმა ჯანლუკა ვიალიმ განაცხადა, რომ კვლავაც მოუწევს სიმსივნესთან ბრძოლა. მან სამი წლის წინ იმკურნალა და მაშინ თქვა, რომ პანკრეასის კიბო დაამარცხა, მაგრამ…
„ეს არასასურველი სტუმარი ისევ ჩემთანაა. ზოგჯერ ძალიან მაწუხებს, ზოგჯერ ნაკლებად. ბრძოლას ვაგრძელებ და დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ. მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ და ხშირად მეკითხებით ჯანმრთელობაზე. გამიმართლა, რომ ამდენი მეგობარი და გულშემატკივარი მყავს, თქვენთან ერთად უფრო ძლიერი ვხდები“, – განაცხადა ვიალიმ ავტობიოგრაფიული წიგნის წარდგენისას.
შეგახსენებთ, ვიალი სუპერთავდამსხმელი იყო „სამპდორიაში“, „იუვენტუსში“, „ჩელსიში“, იტალიის ნაკრებში. ევროპის ტრიუმფალური ჩემპიონატისას კი რობერტო მანჩინის თანაშემწე გახლდათ. ახლაც, „სკუადრა აძურას“ სამწვრთნელო შტაბშია.