„ატლეტიკომ“ „სევილიასთან“ 1:2 წააგო, მადრიდელთა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კი პასუხისმგებლობა მთლიანად იკისრა. „როხიბლანკომ“ 2021 წლის მიწურულს ტიტულის დაცვის შანსი კიდევ უფრო გაიუარესა.

„ატლეტიკოს“ კარში გოლები პირველ ტაიმში ივან რაკიტიჩმა, მეორეში კი ლუკას ოკამპოსმა გაიტანეს. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა სამი ქულა მიითვალა, სიმეონეს გუნდმა კი ოთხეულს ქვემოთ ჩაინაცვლა.

რაკიტიჩმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. 33-ზე ფელიპემ გაათანაბრა, ოკამპოსმა კი გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე შეაგდო.

„ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ და შედეგებიც ცუდი გვაქვს, — თქვა არგენტინელმა მწვრთნელმა, — მაგრამ, ჩემი დამოკიდებულება არ იცვლება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ფეხბურთელები გამოვაჯანმრთელოთ და გვწამდეს, რომ კვლავ დავუბრუნდებით გამარჯვების გზებს.

ჩვენ უნდა გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ. პასუხისმგებლობა რასაკვირველია მთლიანად მე მეკისრება. მომხდარიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და წინ განვაგრძოთ სვლა“.

ახლა, ორკვირიანი დასვენების წინ „ატლეტიკო“ სტუმრად უნდა ეთამაშოს „გრანადას“.