Primocanale - Genoa tra sogni e incubo: Shevchenko va a caccia del colpo a  Udine - PianetaGenoa1893შეადარეთ, როგორ მივიდა ანდრეი შევჩენკო სერია A-ში როგორც ფეხბურთელი და როგორ მივიდა როგორც მწვრთნელი…

ფეხბურთელმა მალევე „ლაციოს“ კარში სამი გოლი გაიტანა და ის თამაში 4:4 დასრულდა. „მილანიც“ მაგარი იყო და „ლაციოსაც“ ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ჰქონდა.

აი, მწვრთნელი კი სერია A-ში საშინელ შედეგს აჩვენებს: „ჯენოაში“ დანიშნეს და გუნდმა 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა აიღო. 5 წაგება! ძალიან ცუდია. გასაგებია, შევჩენკოს „ჯენოას“ ცუდი კალენდარი ჰქონდა, მაგრამ მაინც. ამჯერად გენუელებმა „ლაციოსთან“ 1:3 წააგეს.

„შევამ“ გაბრაზებულმა თქვა – ერთადერთი კარგი ის მოხდა, რომ გოლი გავიტანეთო. დიახ, გოლის გატანაც პრობლემაა, ამ 6 შეხვედრაში გენუელებმა მხოლოდ 2 ბურთი შეაგდეს. „ჯენოა“ ბოლოსწინა ადგილზეა.

არადა, ანდრეი მაგრად მუშაობდა უკრაინის ნაკრებში. პორტუგალიასთან შინ მოგება, გასვლაზე ფრე, სერბეთთან 5:0, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა… ცოტა არაა უკრაინისთვის.

„ჯენოაც“ ალბათ ფორმაში შევა, მაგრამ როდის შევა?