ერთა ლიგაში საქართველოსთვის საინტერესო არა მხოლოდ C, არამედ A, B და D დივიზიონების ჯგუფების წილისყრა გაიმართა.
ეს გარკვეულწილად ევრო 2024-ზე გამსვლელ გზასაც წარმოადგენს, თუმცა რამდენი გუნდი გავა კონკრეტულად ჩვეულებრივი შესარჩევიდან და რამდენი ერთა ლიგიდან, ან რა სისტემით, ეს ჯერ უცნობია.
თითოეულ დივიზიონში ჯგუფებიდან მხოლოდ პირველადგილოსნები გავლენ და მერე ნახევარფინალ-ფინალები გაიმართება.
ისე, A დივიზიონის ერთ-ერთი ჯგუფი როგორ მოჩანს?! საწყალი უნგრეთი სად მოხვდა, ინგლისთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად. უნგრელებს თითქოს გამოწერილი აქვთ სიკვდილის ჯგუფი. წინა ევროპაზე ხომ პორტუგალია-საფრანგეთი-გერმანია ჰყავდათ მეტოქეებად და რა მაგრად ითამაშეს, გემახოვრებათ. ბოლო წუთებამდე გერმანელებს სტუმრად უგებდნენ…
A დივიზიონი
საფრანგეთი, დანია, ხორვატია, ავსტრია
ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, ჩეხეთი
იტალია, გერმანია, ინგლისი, უნგრეთი
ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, უელსი
B დივიზიონი
უკრაინა, შოტლანდია, ირლანდია, სომხეთი
ისლანდია, რუსეთი, ისრაელი, ალბანეთი
ბოსნია, ფინეთი, რუმინეთი, მონტენეგრო
შვედეთი, ნორვეგია, სერბეთი, სლოვენია
C დივიზიონი
თურქეთი, ლუქსემბურგი, ლიტვა, ფარერები
ჩრდ ირლანდია, საბერძნეთი, კოსოვო, კვიპროსი ან ესტონეთი
სლოვაკეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი ან მოლდოვა
ბულგარეთი, ჩრდ მაკედონია, საქართველო, გიბრალტარი
D დივიზიონი (7 გუნდია)
ლიხტენშტაინი, ყაზახეთი ან მოლდოვა, ანდორა, ლატვია
მალტა, სან მარინო, კვიპროსი ან ესტონეთი
როდის გაიმართება ნახევარფინალ-ფინალები, ჯერ უცნობია. გაისად ნამდვილად არა.