ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, გიბრალტარი – ესენი არიან საქართველოს მეტოქეები C ლიგის ჯგუფში. გაისად ივნისში დაიწყება თამაშები და სექტემბერში დასრულდება. სულ 6 ტური, შინ-გასვლა სამივესთან.
ამ ერთა ლიგიდან ევრო 2024-ზეც გავლენ გუნდები, მაგრამ ზუსტად რამდენი აქედან და რამდენი შესარჩევიდან, ჯერ უეფასაც არ აქვს დაწყობილი-დალაგებული…
ევრო 2024 ისევ 24-გუნდიანი იქნება და მისი შესარჩევის ეტაპის წილისყრა გაისად 9 ოქტომბერს შედგება.
ერთა ლიგა უბრალოდ დამატებითი გზაა. ამ დამატებითი გზიდან იყო, კინაღამ რომ გავიდა საქართველო ევროპაზე… ბოლოს ფინალი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. მწარე ამბავია. ახლა ჩვენებს რევანშის შანსი მიეცათ. რამდენიმე საშინელი მარცხის გამო სამაგიეროს გადახდა შეუძლიათ ჩვენებს ასევე ბულგარეთისთვის…
C ლიგის ჯგუფები ასე დალაგდა:
თურქეთი, ლუქსემბურგი, ლიტვა, ფარერები
ჩრდ ირლანდია, საბერძნეთი, კოსოვო, კვიპროსი ან ესტონეთი
სლოვაკეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი ან მოლდოვა
ბულგარეთი, ჩრდ. მაკედონია, საქართველო, გიბრალტარი
(ჯგუფებიდან მხოლოდ პირველადგილოსნები გავლენ ნახევარფინალურ ფლეი-ოფში. როდის გაიმართება ნახევარფინალ-ფინალები, ჯერ უცნიბია. გაისად ნამდვილად არა)
ერთა ლიგის ჯგუფების კალენდარი…
2022: პირველი ტური: 2-4 ივნისი, მეორე ტური: 5-8 ივნისი, მესამე ტური: 8-11 ივნისი, მეოთხე ტური: 12-14 ივნისი, მეხუთე ტური: 22-24 სექტემბერი, მეექვსე ტური: 25-27 სექტემბერი.