See the source image31 დეკემბრამდე „სალერნიტანას“ თუ  მყიდველი არ გამოუჩნდა, კლუბი შეიძლება იტალიის სერია A-დან მოკვეთონ და დიდი ჯარიმებიც დაადონ.

საქმე ის არის, რომ „სალერნიტანას“ ფაქტობრივი მფლობელი „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტოა. კლუბი მის ჰოლდინგს ეკუთვნის. სერია A-ს წესებით კი ერთ ადამიანს ორი კლუბის ფლობა არ შეუძლია.

ისე, საინტერესოა, აქამდე რატომ მიიყვანეს საქმე?..

17 ტურის შემდეგ, „სალერნიტანა“ სერია A-ს ცხრილში 8 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.