როცა 21 წლისა უკვე ქვეყნის 3-გზის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ…
ეს ალფონსო დევისია, „ბაიერნის“ კანადელი რაკეტა, მარცხენა ფლანგის ამწიოკებელი.
სხვათა შორის, საუკეთესო ზედიზედ სამჯერ არ გამხდარა. 2018, 2020 და 2021. იმ 2019 წელს კი შემტევი დევიდი აღიარეს, რომელიც „გენტში“ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი გახლდათ. დევიდი ახლა „ლილშია“, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
თუმც ახლა დევისზე ვწერთ. საინტერესოა, რომ ნაკრებში ის არა მარცხენა მცველად, არამედ გარემარბად თამაშობს და ზოგჯერ ცენტრშიც კი… მისი როლი ძალიან დიდია და იმიტომ.
კანადა კი ახლოსაა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურთან. უსწრებს მექსიკასაც, აშშ-საც, კოსტა-რიკასაც. პირველზეა ჯგუფში. ეს ჰოკეის ქვეყანა კი აქამდე მხოლოდ ერთ მონდიალზეა ნამყოფი – 1986 წელს, მექსიკაში.
ისე, რა გაუმართლათ კანადელებს, რომ დევისის მშობლები განიდან მაინცდამაინც მათ ქვეყანაში ჩავიდნენ საცოვრებლად. დევისი მაშინ 5 წლის იყო. სულ თავიდან კი ასე იყო: მშობლები ლიბერიიდან განაში გაიქცნენ, რადგან სამოქალაქო ომს გაერიდნენ. ალფონსო დეივისიც განაში დაიბადა.
მის ტიტულებს კი ნუ ჩამოგვათვლევინებთ, რადგან „ბაიერნში“ თამაშობს.






