„ინტერი“ თავის დანიელ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს.
მილანური კლუბი ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს, რათა მსურველმა კლუბმა ის უფასოდ აიყვანოს. არადა, კრისტიანს არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის დროს, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, ერიკსენს გული გაუჩერდა, რის შემდეგაც მას კარდიოდეფიბრილატორი ჩაუყენეს. ასეთი აპარატით კი იტალიურ ლიგაში თამაში აკრძალულია.