Breaking News

სარის კრება

მაურიციო სარის უცნაური ქცევები არახლია საფეხბურთო საზოგადოებისთვის. მოგეხსენებათ, ამჟამად ის რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელია. ამას წინებზე მან ვარჯიში გააუქმა და ფეხბურთელებს კრება ჩაუტარა.

საქმე ის არის, რომ ყველა ტურნირში ბოლო ხუთი მატჩიდან, „ლაციომ“ მხოლოდ ერთი მოიგო. კლუბის პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს მოთმინების ფიალა კი თითქმის ბოლომდე ავსებულა. ამიტომ სასწრაფოდ რაღაც არის მოსაფიქრებელი.

ფეხბურთელები კი თავს არ ზოგავენ და მონდომებით ცდილობენ სარის ტაქტიკურ სქემებში გარკვევას.

კრება საათნახევარს გაგრძელებულა.

Lazio President Lotito Promises Sarri Two Reinforcements in January Window  | The Laziali

სოლომონ გულისაშვილი

სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.