Ruthless Emma Raducanu cruises into last 16 with near-perfect display |  Sport | The Sunday Timesქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო ჩოგბურთელი მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი გახდა.

მართალია, 25 წლის ავსტრალიელმა ამ სეზონში მხოლოდ უიმბლდონი მოიგო, მაგრამ სეზონი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა. ბარტი რეიტინგის სათავეს 2019 წლის შემდეგ უდგას.

წლის საუკეთესო ახალბედა 19 წლის ბრიტანელი ემა რადუკანუ გახდა, ვინაც წელს აშშ-ის ღია პირველობაზე იმარჯვა. აღსანიშნია, რომ რადუკანუმ მოგებული „დიდი მუზარადის“ ტურნირი კვალიფიკაციიდან დაიწყო.

წყვილებში საუკეთესოები გახდნენ ჩეხები – ბარბორა კრეიჩიკოვა და კატერინა სინიაკოვა. 2021 წლის შემაჯამებელი ტურნირისა და ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულები ამ ტიტულს ზედიზედ მეორედ დაუეფლნენ.

წლის მწვრთნელის ტიტული ესპანელმა კონჩიტა მარტინესს ერგო.