ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 89 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძემ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აკვრაში დავითაძემ 171 კილოგრამი დაძლია და სომეხი ანდრანიკ კარაპეტიანის (175 კგ.) შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. მესამე სამხრეთ კორეელი დონგჯუ იუ (167 კგ.) იყო.
აკვრაში დავითაძეს გაუმართლა, რადგან უმთავრესი კონკურენტი კარაპეტიანი ჩამოშორდა. სომეხმა სერიოზული ტრავმა მიიღო და წონა ვერ დააფიქსირა. დავითაძემ აკვარში 199 კილოგრამი ასწია, მაგრამ ეს მაჩვენებელი მხოლოდ მეშვიდე იყო. ჯამში კი, 370 კილოგრამით ჩვენიანს ბრინჯაოს მედალი ერგო.
ჩემპიონი იუ გახდა, ხოლო მეორე ადგილზე უზბეკი სარვარბეკ ზაფარჯონოვი გავიდა. ორივემ დავითაძეზე ერთი კილოგრამით მეტი დააფიქსირა. რადგან კორეელმა ეს უფრო ადრე მოახერხა, ჩემპიონობაც მას ერგო.