„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, გულის პრობლემების გამო, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა და ამის შესახებ 15 დეკემბერს ოფიციალურად გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი არგენტინელი ესპანური პრიმერას „ალავესთან“ (1:1) მე-12 ტურის მატჩის პირველ ტაიმში შეცვალეს გაუარესებული ტაქიკარდიის გამო. მალევე ექიმებმა თქვეს, რომ აგუერო ამ მიზეზით მინიმუმ სამ თვეს ვერ ითამაშებდა.

არგენტინელი კატალონიურ კლუბში გასულ ზაფხულს გადავიდა „მანჩესტერ სიტიდან.“