Breaking News

ახალი ოლე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ „ლივერპულის“ თავდამსხნელი დივოკ ორიჯი, მისი ყოფილი თანაგუნდელის ანალოგიური ვარიანტია – რასაც აკეთებდა ოლე გუნარ სულშერი ორიჯიც იგივეს იმეორებსო.

შეგახსენებთ, ნორვეგიელს 91 გოლიდან 17 თამაშში შეცვლაზე შესულს აქვს გატანილი. ინგლისურად ამას უწოდებენ ,,super sub”-ს, ანუ სუპერშეცვლა, ჩვენებურად – ოქროს სათადარიგო.

Georginio Wijnaldum is reportedly open to a Premier League return (Jon Super/PA) - PA Archiveთამაშში ჩართვის შემდეგ გატანილი გოლებით, ოლემ „მანჩესტერს“ ბევრი თამაში მოაგებინა, წაგებასაც არაერთხელ გადაარჩინა. ჰოდა, რიო ფერდინანდის აზრით, ზუსტად იგივეს აკეთებს „ლივერპულში“ ბელგიელი ცენტრფორვარდიც.

ორიჯიმ, რომელიც 26 წლისაა, 10-ჯერ მოახერხა გოლის გატანა მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შესვლის შემდეგ და ყოველ ჯერზე გუნდი გადაარჩინა წაგებას, მეტიც, უმნიშვნელოვანესი თამაშები მოაგებინა.

„ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი ჯეიმი კარაგერი კი ამბობს, რომ დივოკ ორიჯი უკვე „ლივერპული“ ლეგენდაა.

„ჩემი აზრით ის უკვე არის „ლივერპულის“ ლეგენდაა. არა იმიტომ რომ ის კარგი ფეხბურთელია, მას ყველაზე საჭირო და კრიტიკულ დროს გააქვს გოლები, საკმაოდ ბევრი და საკმაოდ ლამაზი.

მისი სტატისტიკა აჩვენებს, რომ მისი სათადარიგოდან შემოსვლა უფრო მომგებიანია, ვიდრე სასტარტოში დაყენება.

თამაშის დაწყებამდე, როდესაც ნახავ, რომ ორიგი ძირითადშია, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს შემადგენლობა შედარებით სუსტია, ხოლო როდესაც ის შეცვლაზე შემოდის გიხარია, რომ გუნდი გაძლიერდა“.

რიო ფერდინანდმა კი მექსიკელი ხავიერ ერნანდესიც გაიხსენა. თქვა, რომ „ჩიჩარიტოც“ ორიგის ტიპის ფეხბურთელია. მექსიკელს 37 გოლიდან 14 შეცვლაზე შესულს აქვს გატანილი. ფერდინანდს „მანჩესტერში“ მასთან ერთადაც უთამაშია…

 

 

 

 

ირაკლი ნინიძე

ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...