Joshua Kimmich lauds Bayern Munich's sense of togetherness after win vs.  Wolfsburg - Bavarian Football Worksმიუხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი იოზუა კიმიხი წლის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს („მაინცთან“ 11 დეკემბერს, „შტუტგარტთან“ 14 დეკემბერს  და „ვოლფსბურგთან“ 17დეკემბერს) – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„თავს კარგად ვგრძნობ. კოვიდმა გამიარა, მაგრამ ფილტვებში გარკვეული ტკივილები მაქვს და ვერ ვვარჯიშობ. იმედია, იანვრიდან სრული დატვირთვით დავიწყებ მზადებას“, – ციტირებს კიმიხის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის გერმანერლს კორონავირუსი ნოემბრის ბოლოს დაუდასტურდა. ის დღემდე აუცრელია, რის გამოც კლუბი მის მიმართ ფინანსურ სანქციებს იყენებს.