მხოლოდ ფაქტები

🏀 30 ნოემბერი: ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ქართული ოცნებიდან ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

იმავე დღეს „სარბიელმა“ დაწერა: არჩევნების მდიდარი გამოცდილება გვკარნახობს, რომ პრეზიდენტი ის გახდება, ვისი არჩევაც დროის მოცემულ მონაკვეთში მმართველ პოლიტიკურ ძალას სურს

🏀 1 დეკემბერი: კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა საკუთარი კანდიდატურა მეორე ვადით დაარეგისტრირა.

🏀 7 დეკემბერი: საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სპორტის და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიქტორ სანიკიძე და პაატა გურასპაული სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარეს.

🏀 8 დეკემბერი: გურასპაულმა ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ კანდიდატურას სანიკიძის სასარგებლოდ ხსნის.

პრაქტიკა, რომ სპორტულ ფედერაციებს მმართველი პარტიების ფავორიტები უნდა ხელმძღვანელობდნენ, წარმატებით გრძელდება.

ვიქტორ სანიკიძე, პაატა გურასპაული, თეა წულუკიანი და ირაკლი ღარიბაშვილი