Breaking News

გერმანია ისევ ჩაიკეტა

Leipzig: Neuer Hauptzugang für RB-Arena - Stadion-Umfeld vor Umgestaltung |  TAG24ბოლო დროს მივეჩვიეთ, რომ ევროპის სტადიონები მეტ-ნაკლებად თითქმის ყველგან ივსება. თუმცა, გერმანიაში კოვიდსიტუაცია გართულებულა და ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი და ხვალინდელი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩებიც ლაიფციგსა და მინხენში უმაყურებლოდ ჩატარდება.

„ვნერვიულობთ, რადგან გერმანიაში არცთუ კარგი კოვიდსიტუაციაა. პრობლემა ვერ მოგვარდა. ისევ აუცილებელია პირბადეებით სიარული და დიდი სიფრთხილეა საჭირო. კარგი იქნებოდა სავსე ტრიბუნების ფონზე თამაში, მაგრამ რა გაეწყობა. მთავრობამ ასე გადაწყვიტა,“ – განაცხადა მანჩესტერელთა დამრიგებელმა, ხოსეპ გვარდიოლამ.

„ლაიფციგი“ – „მანჩესტერ სიტის“ მატჩი დღეს, 7 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ხოლო „ბაიერნი“ – „ბარსელონა“ ხვალ 23.55 ზე.

აქვე გეტყვით, რომ დღეს და ხვალ გერმანიაში კიდევ ორი თამაშია. „დორტმუნდი“ – „ბეშიქთაშს“ მიუნხენური მატჩის პარალელურად დაუპირისპირდება, ხოლო ოთხშაბათს „ვოლფსბურგი“ „ლილს“ შეხვდება.

სოლომონ გულისაშვილი

სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.