NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი სამქულიანი, დიდების დარბაზის წევრს, NBA-ს ორგზის ჩემპიონსა და „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის 10-გზის მონაწილე რეი ალენს აქვს ჩაგდებული – 2973. თუმცა, ალენს თანამდროვე კალათბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავის, სტეფ კარის სუნთქვა ესმის, რომელსაც პერიმეტრიდან ბურთი კალათში უკვე 2850-ჯერ მოუთავსებია.

კარიმ ალენს პროცენტული მაჩვენებლით უკვე გადაასწრო. კარის რეალიზაციის პროცენტი 43,3-ია, ხოლო ალენს ზუსტად ტყორცნების 40% ჩაუგდია.

„კარის ბევრ დიდ მსროლელს ადარებენ. ის მართლაც უნიკალურია“, – განაცხადა ალენმა.

See the source image