Ralf Rangnick is Man United's new boss„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რალფ რანგნიკთან თანამშრომლობა დაადასტურა. გერმანელი სპეციალისტს დიდხნიანი კონტრაქტი არ აქვს – მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად, მინიმუმ, სეზონის ბოლომდე დაინიშნა. თუმცა, როგორც ინგლისური მედია წერს, შეთანხმებულია ისიც, რომ სამწვრთნელო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, რალფი მანჩესტერში კონსულტანტი იქნება.

მოსალოდნელია, რომ მაიკლ კერიკი და „იუნაიტედის“ სხვა მწვრთნელები კლუბში დარჩებიან და რანგნიკის შტაბში შევლენ.

63 წლის რალფი სამწვრთნელო საქმიანობით 1983 წლიდან არის დაკავებული და თავის დროზე მუშაობდა „შტუტგარტში“, შალკეში“, „ლაიფციგში“, „ჰოფენჰაიმში“, „ულმში“… „მანჩესტერამდე“ კი მოსკოვის „ლოკომოტივის“ სპორტული დირექტორი გახლდათ. „მანჩესტერი“ მისთვის პირველი უცხოური კლუბი იქნება, სადაც მწვრთნელად იმუშავებს.