Breaking News

გიგაშვილის მეორე სიმბოლური

საფრანგეთის ყველაზე ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „ტულონის“ მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი შეიყვანა.

საქართველოს ნაკრებთან ერთად გიგაშვილმა ჯერ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, შემდეგ ფიჯის დაუპირისპირდა, ერთ კვირაში კი თავის „ტულონს“ „ლიონთან“ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა.

ცნობისთვის, 29 წლის გიგაშვილისთვის ეს მეორე ასეთი აღიარებაა. პირველად ის რჩეულთა თხუთმეტეულში სასტარტო ტურის შედეგებით მოხვდა.

No description available.

სლავა გასპაროვი

სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.