„ბათუმი“ მე-10 გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. ზღვიპირელებს აქამდე მოგებული მხოლოდ ქვეყნის თასი და სუპერთასი (თითოჯერ) ჰქონდათ. ჩემპიონატში კი, ოთხჯერ მეორე და ორჯერ მესამე ადგილი დაეკავებინათ.

იმსახურებდნენ… ალალად ეკუთვნოდათ… თუ გუნდი, თუ ქომაგი… გია გეგუჩაძის ბიჭებმა მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარეს და სეზონის დარულებამდე არასრული ორი ტურით იზეიმეს კიდეც ჩემპიონობა… თუმც ნაღდი ზეიმი ჯერ არ ყოფილა…

ნაადრევ ჩემპიონობაში თბილისის „დინამოც“ წაეხმარა, რომელმაც საკუთარი თამაში დღეს სამტრედიაში ვერ მოიგო და აჭარული გუნდი მიუწვდომელი გახადა.

ეკუთვნოდათ თამაშიდან გამომდინარეც – გუნდი სხვებზე გამორჩეული იყო საკუთარი ხელწერით და სხვებზე უკეთეს ფეხბურთსაც აჩვენებდა.

ვულოცავთ „ბათუმს“ პირველ ჩემპიონობას.

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, მდგომარე ადამიანები, ხალხი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

შეიძლება იყოს სტადიონი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.