საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონია. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდებს შორის იჩემპიონა.

რუსეთის ქალაქ უფაში ლაშა გუჯეჯიანისა და გია თენაძის გუნდმა ფინალში ნიდერლანდების ნაკრებს მოუგო.

ნიდერლანდებს ქალთა ძიუდოს საკმაოდ კარგი სკოლა აქვთ და სწორედ მათ ხარჯზე ფინალში სამი ბრძოლა მოიგეს. თუმცა, ფრიდონ გიგანმა, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა საკუთარი შეხვედრები მოიგეს და ძირითადი დრო 3:3 დასრულდა.

გადამწყვეტი შეხვედრაში საჭიდაოდ კომპიუტერმა წილისყრით +90 კილოგრამი წონითი კატეგორია დააფიქსირა. საჭიდაოდ ინანეიშვილი და სპიკერსი კიდევ ერთხელ გავიდნენ ტატამიზე და საბამ საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

გეტყვით, რომ ჩვენებმა პირველ წრეში ავსტრიას 4:0 მოუგეს, მეორე წრეში საფრანგეთს 4:2 აჯობეს, ხოლო ნახევარფინალში ამავე ანგარიშით – თურქეთს.