შავიმ წელი ბრინჯაოთი დახურა

Home სიახლეები შავიმ წელი ბრინჯაოთი დახურა
შავიმ წელი ბრინჯაოთი დახურა

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალშია | საინფორმაციო სააგენტო  "ინტერპრესნიუსი"გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბის გრანდ სლემზე ქართველთაგან საჭიდაოდ მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ჩავიდა და მედლით ბრუნდება.

ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა, შემდეგ რუსი კაზბეკ ნაგუჩევიც დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო.

ლაშას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი იყო. ჩვენებურმა კარგად ჩაატარა შეხვედრა და ბრინჯაოს მედალი ირგუნა.

ეს IJF-ს ეგიდით მიმდინარე წლის ბოლო ტურნირი იყო.