See the source imageდიეგო მარადონამ კარიერის განვალობაში „არხენტინოს ხუნიორსში“, „ბოკა ხუნიორსში“, „ბარსელონაში“, „სევილიაში“, „ოლდ ბოისში“ და „ნაპოლიში“ ითამაშა.

ის 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ავად იყო, სათანადოდ ვერ უწამლეს.

როცა ჯერ კიდევ 17 წლის იყო და „არხენტინოს ხუნიორსში“ თამაშობდა მასზე ლეგენდები წამოვიდა. სკაუტების, ჟურნალისტებისა და საფეხბურთო მოხელეების მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო… თუმც, ცოტამ თუ იცის, რომ იმ დროს მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი ახლოს იყო „შეფილდ იუნაიტედში“ გადასულიყო.

მაშინ „შეფილდის“ თავკაცი ჰარი ჰასლამი გახლდათ. მარადონას ტალანტის შესახებ, ცხადია, მასაც სმენოდა და საქმეში მის სანახავად მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის შემდეგ არგენტინაში გაემგზავრა. 17 წლის დიეგოს თამაშით მოხიბლულმა მწვრთნელმა „შეფილდის“ უფროსობას სასწრაფოდ თხოვა სატრანსფერო მოლაპარაკების დაწყება. საბოლოოდ 150 000 გირვანქაზე შეთანხმდნენ. საქმე თითქოს იმ დღესვე გაიჩარხა. ორივე მხარე ბედნიერი იყო, მაგრამ… იმ დროს არგენტინას სამხედრო ხუნტა მართავდა. ხოლო როცა მარადონას ტრანსფერის, უფრო სწორად სატრანსფერო თანხის ოდენობა გახმაურდა, „შეფილდის“ მწვრთნელს ბუენოს აირესის ერთერთ სასტუმროში სამხედრო პოლიციის თანამშრომლები ესტუმრნენ: მარადონას წაყვანა თუ გსურთ 150 ათასს ერთი ამდენიც უნდა დაამატოთ, სხვა შემთხვევაში ფეხბურთელი არგენტინის საზღვარს ვერ გადაკვეთავსო, – კატეგორიული ტონით აცნობეს ჰარი ჰასლამს…

„300 ათასი გირვანქაც ჯანდაბას, აქ მთავარი იყო რომ ტრანსფერმა აშკარად პოლიტიკური ხასიათი მიიღო“, – წერს ჯონ გარეტი, „შეფილდის“ მემატიანე…