მესი თუ რონალდუ? ჰკითხეს „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს, ანუ სად უფრო სურს, მანჩესტერში კრიშტიანუსთან თუ პარიზში – ლეოსთან?

Mauricio Pochettino is ready to quit PSG and move to Manchester United NOW as he is unhappy in Paris - HCA Barbieri News„მე ვცხოვრობ ფეხბურთით, ადრე თავად ვთამაშობდი და აგერ, უკვე 12 წელიწადია რაც მწვრთნელი ვარ. ვთამაშობდი პსჟ-ში და მიყვარს ეს გუნდი. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, კონტრაქტი 2023 წლამდე მაქვს გაფორმებული. პირადად ჩემთვის არავის დაურეკავს და შესაბამისად არც არაფერი უთქვამთ მანჩესტერში ჩემით დაინტერესების შესახებ. თუმც, ფეხბურთი ამიტომაც არის ასეთი განსაკუთრებული, რომ ყოველთვის არის ახალახალი ტრანსფერების შესაძლებლობა. ისე კი ბავშვობიდან მიყვარს ფერგუსონი და მას უდიდეს პატივს ვცემ, ასევე პარიზსაც.

ამჟამად პოჩეტინო სწორედ მანჩესტერში იმყოფება. მისი პსჟ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩისთვის „სიტის“ სტუმრობს. პრესკონფერენციაზე ინგლისელმა ჟურნალისტმა მწვრთნელს ჰკითხა, თუ რა სტადიაზეა ახლა „მანჩესტერში“ მისი შესაძლო გადაბარგების საკითხი. თუმც პოჩეტინომ ეგრევე მარკო ვერატისკენ გადაამისამართა, რომელმაც ისაუბრა თუ რა განწყობა ჰქონდა მას „სიტისთან“ მატჩის წინ. ასე აარიდა თავი უფრო კონკრეტულ საუბარს არგენტინელმა სპეციალისტმა.

თავის მხრივ იგივე თემას ორიოდ სიტყვით შეეხო მაიკლ კერიკიც, „მანჩესტერის“ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ვინც წუხელ გუნდს „ვილიარეალთან“ მოაგებინა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში დაუმკვიდრა ადგილი. „რამდენადაც ვიცი მსვრთნელის საკითხი ჯერ ისევ ღიაა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ჯერ არავის არაფერი უთქვამს. გუნდი ჯერ ისევ ძიებაშია თუ ვინ უნდა მოიყვანოს და როდის“.