Man Utd News: Zlatan Ibrahimovic in talks with Manchester United over stunning Premier League return - The SportsRushზლატან იბრაჰიმოვიჩს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ორი სეზონი აქვს გატარებული და კლუბთან ერთად ტიტულების მოგებაც შეძლო.

შვედი ფეხბურთელის სხვა კლუბებისა და ფეხბურთელების მიმართ კი კარგად მოგეხსენებათ. ჩანს ზლატანი დღესაც საუკეთესო ფორმაშია და ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. ჰოდა, დღეს სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედი“ შემოელანძღა.

„მანჩესტერი“ შესანიშნავი კლუბია, იქ ტიტულებიც მოვიგე. თუმცა, ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ წარსულზე. როდესაც იქ გადავედი, ვთქვი, რომ აწმყოზე ვარ ორიენტირებული, რათა ჩემი ისტორია შევქმნა. უნდა იფიქროთ დღევანდელობაზე, ან უნდა წახვიდეთ ჰოსპიტალში და ტვინი გამოირეცხოთ“, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერში 2016-18 წლებში თამაშობდა. კლუბის მაისურა 33-ჯერ მოირგო და 17 გოლი გაიტანა.