Day: November 23, 2021

Home 2021 November 23 (Tuesday)
ილია კოკაია გარდაიცვალა
Post

ილია კოკაია გარდაიცვალა

ილია კოკაია გარდაიცვალა… კაცი, რომელმაც საფეხბურთო საქართველოში 90-იანი წლების მიწურულს გამოჩნდა და ბარე 20 წელიწადს დარჩა. ილია კოკაია, რომელმაც ერთერთმა პირველმა გაჭრა ქართველი ფეხბურთელებისთვის ფანჯარა ევროპაში და კაცი, რომელმაც საქართველოს საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ აჩუქა, გუნდი რომელმაც ჩვენს ფეხბურთს ელფერი შეჰმატა და წლების განვალობაში მოწინავე გახლდათ… ილია კოკაია მთის მოყვარული გახლდათ. ამას წინათ მან კილიმანჯარო დალაშქრა,...

იბრამ მანჩესტერი სამკურნალოდ გაუშვა
Post

იბრამ მანჩესტერი სამკურნალოდ გაუშვა

ზლატან იბრაჰიმოვიჩს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ორი სეზონი აქვს გატარებული და კლუბთან ერთად ტიტულების მოგებაც შეძლო. შვედი ფეხბურთელის სხვა კლუბებისა და ფეხბურთელების მიმართ კი კარგად მოგეხსენებათ. ჩანს ზლატანი დღესაც საუკეთესო ფორმაშია და ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. ჰოდა, დღეს სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედი“ შემოელანძღა. „მანჩესტერი“ შესანიშნავი კლუბია, იქ ტიტულებიც მოვიგე. თუმცა, ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ წარსულზე. როდესაც იქ გადავედი,...

მაგუაირი: მარტო მწვრთნელმა ზღო
Post

მაგუაირი: მარტო მწვრთნელმა ზღო

ჰარი მაგუაირის კარიერაში უდიდესი კრიზისია. მისმა გუნდმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, ახალი მწვრთნელი უნდა მოძებნოს — მას მერე, რაც პრემიერლიგის ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ოლე გუნარ სულშერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგაში, „ვილიარეალთან“ გუნდს მოედანზე მაიკლ ქერიკი გაიყვანს, ზოგადად კი, კანდიდატთა შორტ-ლისტში ორი მწვრთნელია, ბრენდენ როჯერსი და მაურისიო პოჩეტინო. მაგუაირმა თქვა: „თუკი ჩემს თანაგუნდელებს შეეკითხებით,...

ანილ, კანალია! დატოვე მესტალია!
Post

ანილ, კანალია! დატოვე მესტალია!

ქართველი გულშემატკივრისთვის ესპანური „ვალენსიას“ ამბები იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც იქ გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. ადრეც მოგახსენებდით, რომ კლუბის მეპატრონე გახლავთ სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი, რომლის მმართველობით გულშემატკივართა არცთუ მცირე ნაწილი უკმაყოფილოა და საპროტესტო აქციებს აწყობს. ლიმის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა ორშაბათს მორიგი შეხვედრა გამართეს, რომელზეც დათქვეს, რომ 1 დეკემბერს, 12 საათზე პრეს-კონფერენციას მოაწყობენ. ამ პრეს-კონფერენციაზე ისინი დაწვრილებით განმარტავენ...