Golden Boy 2021 ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ 18 წლის ნახევარმცველ პედრი გახდა. გამარჯვებულს კონტინენტის ყველაზე ცნობილი 20 გამოცემისგან შემდგარი ჟიურის უმეტესობამ დაუჭირა მხარი – 318 ხმა.
პედრის გამარჯვება შთამბეჭდავი გახადა კონკურენტებთან სხვაობამაც – მეორე ადგილოსან ჯუდ ბილინგემს 119 ქულით გაასწრო. „დორტმუნდის“ 18 წლის ნახევარმცველმა 199 ხმა მიიღო.
გამოკითხვას იტალიური გამოცემა tuttosport ატარებს, რომელსაც თავდაპირველად სიაში 105 ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავდა. მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია. ჩამონათვალი ნელ-ნელა მცირდებოდა, ხვიჩა TOP 60-ში კი მოხვდა, მაგრამ სულ ეს იყო.
რაც შეეხება გულშემატკივართა რჩეულს, ის ქარიმ ადეიემი გახდა, „ზალცბურგის“ 19 წლის გერმანელი ფორვარდი.