See the source image„მანჩესტერ იუნაიტედში“ ოლე გუნარ სულშერის ბედი უკვე გადაწყვეტილია და სრული სვლით მიდის მუშაობა მისი შემცვლელის მოსაძებნად.
აქამდე უკვე ნახსენები იყვნენ მაურისიო პოჩეტინო (პსჟ), ბრენდან როჯერსი (ლესტერი) და ზინედინ ზიდანი. ამ ჩამონათვალს „სევილიას“ თავკაცი ხულენ ლოპეტეგიც დაემატა.
შუა სეზონში სხვა გუნდიდან მწვრთნელის წამოყვანა სერიოზული პრობლემა იქნება და „მანჩესტერში“ სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ: ლორან ბლანს პსჟ-ში მწვრთნელობის გამოცდილება აქვს და ფეხბურთელობისას „მანჩესტერის“ ღირსებაც დაუცავს.
ამჟამად ბლანი ყატარულ „ალ-რაიანს“ წვრთნის და თუ დათანხმდება, სულ მცირე, სეზონის ბოლომდე ჩააბარებენ გუნდს.

გადაწყდა, რომ უახლოესი რამდენიმე მატჩისთვის გუნდს მაიკლ ქერიკი მოამზადებს, აქამდე სულშერის ასისტენრი იყო.