No description available.საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტ-მატჩების სეზონი ფრედ დასრულებული შეხვედრით დააგვირგვინა. ესპანეთის პატარა ქალაქ არანხუესში ბორჯღალოსნები ფიჯელებს 15:15 დაუზავდნენ, რაც, მეორე ტაიმის ხასიათიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

არადა, ქართველები გამარჯვებასთან ასე ახლოს იყვნენ – მე-7 წუთზე ანგარიშის გახსნის შედეგ, ჩვენი ბიჭები 70-ე წუთამდე ამარცხებდნენ უპრინციპულეს მეტოქეს, ვიდრე კუნძულელთა მგეზავი ბენ ვოლავოლა თანაგუნდელის ლელოს გარდასახავდა.

ქართველთა 15-ვე ქულა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, ვინც 6 დანიშნულიდან 5 საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. ფიჯელთა დამრტყმელმაც ერთხელ ააცილა, თუმცა ეს პირველი ლელოს გარდასახვისას მოხდა, გარდა ამისა, ვოლავოლამ ერთი ჯარიმაც გაიტანა და ფრეც ამ ქულებიდან შედგა.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ბორჯღალოსნებმა კარგად ითამაშეს. უფრო სწორად – ორგანიზებულად, ფიჯელები კი, პირველი ტაიმის მსვლელობისას ხშირად ჯარიმდებოდნენ და თედოს პირველი 9 ქულაც აქედან მოვიდა. თუმცა მეორე ნახევარში ფიჯელებმა ძალიან მაგრად შემოგვიტიეს და ქართველთა გმირული თავდაცვა რომ არა, კუნძულელები ალბათ მეხუთედაც დაგვამარცხებდნენ. ისე კი, 6 შეხვედრიდან ქართველებმა მხოლოდ ერთი მოიგეს და ამ უთიერთობას აგერ, ერთი ფრეც შეემატა.

No description available.