Bayern Munich discuss Adeyemi transfer in January - Loan back to Salzburg | Transfermarktეს 19 წლის ყმაწვილი ჯერჯერობით ავსტრიული „ზალცბურგის“ ფორვარდია, მაგრამ დიდი ალბათობით, უკვე ამ ზამთარს გამოიცვლის სამუშაო ადგილს.

გერმანელი ქარიმ ადეიემის მიმართ ინტერესს ესპანური „ბარსელონა“ იჩენს, რომელიც მზადაა, უახლოეს დღეებში „ზალცბურგს“ 40-მილიონიანი წინადადებით მიმართოს. ესპანელთა კონკურენტი კი „დორტმუნდია“.

ეს კლუბი 35 მილიონ ევროს იხდის, თავად ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს და წლიურად 5 მილიონ ევროს სთავაზობს.

მართალია, ფინანსურად „ბარსელონას“ შეთავაზება უფრო მსუყეა, მაგრამ ფავორიტად მაინც „დორტმუნდი“ ითვლება.

ამ კლუბმა უკვე წარმოაჩინა თავი, როგორც ახალგაზრდა ტალანტების განვითარებისა და დაფრთიანებისთვის ჩინებულმა პლატფორმამ. ამავე მიზეზთა გამო, თავად ფეხბურთელის სიმპათიებიც „დორტმუნდის“ მხარეს იხრება.