კლუბიდან გამოსული ინფორმაციით, პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მომავალ ზაფხულს გუნდის გადახალისებას აპირებს და მისი გეგმის შემადგენელი ნაწილი ნეიმარის გაყიდვაცაა.
ბრაზილიელის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ევროა, არადა, გეხსომებათ, რომ თავის დროზე მასში 222 მილიონია გადახდილი.
ფაქტია, რომ ნეიმარმა პსჟ ევროპულ მწვერვალზე ვერ აიყვანა. 29 წლის ბრაზილიელის მსურველთა შორის რამდენიმე ინგლისური კლუბი და ესპანური „ბარსელონაა“.
მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.