See the source imageმადრიდის „რეალი“ ყურადღებით აკვირდება პოლ პოგბასთან დაკავშირებულ პროცესებს.
28 წლის ფრანგი სულაც არაა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვების წინააღმდეგი. მის კონტრაქტს ვადა 2022 წლია ზაფხულში ეწურება და თუ უახლოეს მომავალში „მანჩესტერი“ ახალზე ვერ დაიყოლიებს, სულაც თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
ეს ხელს აძლევს მადრიდულ გრანდს, თუმცა პოგბა თავისუფალი აგენტის სტატუსითაც კი ძვირი დაჯდება.
ჯერ ერთი, თავად ფრანგი ითხოვს რეკორდულ ხელფასს და მეორეც: გადასახდელი იქნება აგენტის საკომისიო, რაც ასევე ფრიად სოლიდური თანსაა.