No description available.როგორც იქნა, „შემოდგომის ერთა სერიაში“ საქართველოს ნაკრების ჩართვის დროც დადგა. „მსოფლიო რაგბის“ მესვეურთა ძალისხმევით და „ექვსი ერის“ ხელშეწყობით, პლანეტის 10 უძლიერეს ნაკრებს ფიჯი, იაპონია და საქართველოც მიამატეს და ეს ნაკრებები ტესტ-მატჩებს ხსენებული სერიის ეგიდით მართავენ.

ბორჯღალოსნებს ამ სერიის დაწყება სხვებთან ერთად არ გამოუვიდათ, რადგან სამოას ნაკრებს თბილისში ჩამოსვლა პანდემიური მიზეზების გამო ვერ მოუხერხდა და გასულ უქმეებზე ქართველებს თამაშმა არ მოუწია. დამდეგ კვირას კი, ბორდოს „მატმუტზე“ ჩვენი ეროვნული გუნდი საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ლევან მაისაშვილის გაფართოებული რაზმი უკვე ერთი კვირაა, საფრანგეთში იმყოფება და „ლე ბლესთან“ ჯახისთვის ემზადება. ლევანმა გამოაქვეყნა იმ 23 მოთამაშის სია, რომლებიც 14 ნოემბრის 17 საათზე დასაწყებ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. სიახლეები მინიმალურია – ზუსტად ერთი წლის წინ, „შემოდგომის ერთა თასზე“ მიღებული ტრავმების შემდეგ ბორჯღალოსანთა რიგებს ბექა გორგაძე და გრიგორ ქედიყოშვილი დაუბრუნდნენ.

Georgian rugby needs a bigger stage on which to perform - Emerging Europeსაქართველოს ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთთან მატჩში

1. ბექა გიგაშვილი („ტულონი“, 23 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“, 83, 55), 3. გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“, 29, 15), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი („აჟენი“, 5, 5), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე („ბაიონი“, 68, 10), 6. ბექა საღინაძე („ლიონი“, 23, 15), 7. გიორგი ცუცქირიძე („ორიაკი“, 21, 15), 8. ბექა გორგაძე („პო“, 31, 35), 9. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“, 59, 50), 10. თედო აბჟანდაძე („ბრივი“, 26, 164), 11. სანდრო თოდუა („შავი ლომი“, 93, 65), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპიტანი, 78, 60), 13. გიორგი კვესელაძე („გლოსტერი“, 35, 25), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“, 13, 55), 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“, 7, 20).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე („ლოკომოტივ-პენზა“, 17, 5), 17. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ-92“, 23, 10), 18. ლუკა ჯაფარიძე („ბრივი“, 1, 0), 19. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“, 32 , 0), 20. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“, 10, 10), 21. მიხეილ ალანია („ორიაკი“, 5, 0), 22. ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“, 87, 53), 23. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“, 10, 5).