Image 15ესეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი იაღლიში. ვილი სანიოლი შვედეთთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია და სათადარიგოთა სკამზე ვერ დაჯდება.

რატომ იყო ეს ფაქტი დასამალი? ფედერაციაში მშვენივრად იცოდნენ, რომ სკანდინავიელებთან თამაშითვის დისკვალიფიცირებული იყვნენ გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი. მწვრთნელზე კრინტი არ დაუძრავს. რატომ?

სანიოლის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორი გაფრთხილებაა.

პირველი ბარათი ფრანგმა სპეციალისტმა ესპანეთთან „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრისას მიიღო, როდესაც რუმინელმა მსაჯმა პეტრესკუმ 91-ე წუთზე გააფრთხილა. მეორე გაფრთხილება კი პოლონელმა რაჩკოვსკიმ კოსოვოში მატჩის შესვენებისას უჩვენა.

სანიოლის პირველი ასისტენტი ზურა ხიზანიშვილია, რომელიც ნაკრებს დღეს პირველად გაუძღვება მოედანზე.

Image 19