ლეო მესიმ მუხლისა და ბარძაყის უკანა ზედაპირის დაზიანების გამო პსჟ-ის ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა.

ამის მიუხედავად, 34 წლის არგენტინელი უკვე შეუერთდა ეროვნულ ნაკრებს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

და ეს იმის მიუხედავად, რომ პსჟ ნაკრებში მისი გამოძახების სასტიკი წინააღმდეგი იყო.

არგენტინის ნაკრების სამედიცინო შტაბმა ლეოს მდგომარეობა გამოიკვლია და დაასკვნა: 13 ნოემბერს ურუგვაისთან მესიმ შესაძლოა არასრული 90 წუთი ითამაშოს, 17 ნოემბერს  ბრაზილიასთან კი სრული დატვირთვისთვის იქნება მზად.