Ex-Chelsea Striker Shevchenko Named Ukraine Coach - Complete Sportsუკრაინის ნაკრების ყოფილი თავკაცი ანდრეი შევჩენკო იტალიური „ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად კვირას დაინიშნა, ორშაბათს დღეს გენუაში ჩაფრინდა და უკვე სამშაბათს პირველ ვარჯიშს უხელმძღვანელებს.

მისი წარდგენა და პრესკონფერენცია სტადიონ „ლუიჯი ფერარიზე“ იგეგმება. შევჩენკომ თანაშემწედ წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი მაურო ტასოტი ჩაიყვანა, რომელიც მას უკრაინის ნაკრებშიც ეხმარებოდა.

„ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი შევჩენკოს 21 ნოემბერს ჟოზე მოურინიოს „რომასთან“ ექნება.

მოურინიოს უკვე ჰკითხეს აზრი მომავალი მეტოქის შესახებ, რაზეც მან შემდეგი უპასუხა: „მე შევჩენკოს ვერაფერს ვურჩევ. ის დიდი ფეხბურთელი იყო და მწვრთნელობაშიც სერიოზული ბაზა გააჩნია – უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საკმაო წარმატებით ითამაშა“.